კიევის ერთ-ერთ ბანკში მამაკაცს მძევლები ჰყავდა აყვანილი, - ამის შესახებ unian.ua იუწყება.
მედიასაშუალების ცნობით, მამაკაცი ბანკში ზურგჩანთით შევიდა და განაცხადა, რომ მას ბომბი აქვს. იგი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებით იმუქრებოდა. ადგილზე ასობით სამართალდამცველი და სპეცრაზმელია მობილიზებული.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მამაკაცი პირდაპირ ეთერში გამოსვლას ითხოვდა.
სამართალდამცველების თქმით, იგი უზბეკეთის მოქალაქეა. სპეცრაზმმა მამაკაცი ცოტა ხნის წინ დააკავა.